მამუკა ბახტაძე

კობახიძე: პრემიერის პოსტზე მამუკა ბახტაძის კანდიდატურა არ განიხილება

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მანანა კობახიძის თქმით, პრემიერმინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძის კანდიდატურა არ განიხილება. მისი შეფასებით, ასეთი ინფორმაცია "აჟიოტაჟის შექმნის და დესტაბილიზაციის განცდის დამკვიდრებას ემსახურება".

"ღარიბაშვილი თავის ფუნქციებს ასრულებს. მთავრობა თავის ფუნქციებს ასრულებს. არანაირი მსგავსი რამ არ განიხილება. ვფიქრობ, რომ, ზოგადად, ასეთი ინფორმაციის გაჟღერება აჟიოტაჟის შექმნის და დესტაბილიზაციის განცდის დამკვიდრებას ემსახურება და არაა სწორი", - თქვა კობახიძემ.

ჯერ კიდევ პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი 2013 წელს რკინიგზის გენერალური დირექტორ მამუკა ბახტაძეს პრემიერობის კანდიდატად განიხილავდა.

"თქვენ კარგად მიკარნახეთ. [მამუკა ბახტაძე] კარგი ბიჭია, სხვათა შორის, მე არ განვიხილავდი მას კანდიდატად, მაგრამ საინტერესო პიროვნებაა და შეიძლება ერთ-ერთ ვარიანტად ესეც დარჩეს", - უთხრა ჟურნალისტებს ივანიშვილმა.

კომენტარები