რუსეთ-საქართველო

ბერუჩაშვილი: შესაძლოა რუსეთს სანქციები და სავიზო შეზღუდვები დავუწესოთ

NETGAZETI.GE

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, აშშ-ში ვიზიტით მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა თქვა, რომ საქართველომაც შეიძლება შემოიღოს უკრაინის მოვლენების გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციები და სავიზო შეზღუდვები.

გასული წლის მანძილზე, ქვეყნის პოლიტიკური პროცესის ნაწილი იყო უკრაინაში რუსული აგრესიის გამო სანქციების დაწესების საკითხი. საპარლამენტო უმცრესობა მოთხოვნა იყო უკრაინის შესახებ 6 მარტს მიღებულ რეზოლუციაში, სადაც საქართველო განვითარებულ მსოფლიოს შექმნილ ვითარებაზე რეაგირებისკენ მოუწოდებდა, პარლამენტს მიეთითებინა "სანქციების დაწესების" აუცილებლობა. 

რაც პარლამენტმა არ გაითვალისწინა და რეზოლუციაში სიტყვა "სანქცია" არ მოხვდა. ქართული ოცნების წარმომადგენლები ნაციონალურ მოძრაობას რუსეთის მიმართ "პროვოკაციული" პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებდნენ, თავის მხრივ კი ოპოზიციური პარტია მათ რუსეთის ხელისუფლებისადმი ლოიალობის ბრალდებას უყენებდა.

კომენტარები