ე.წ კორტების საქმე

ფირცხალავას ბრალად განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში წარუდგინეს

თეორემა/ტაბულა

კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის ირაკლი ფირცხალავას ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალად წარუდგინეს განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში. ამის შესახებ ტაბულას კორესპონდენტი მთავარი პროკურატურიდან იუწყება. ადვოკატის ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, ე.წ. კორტების საქმეზე მიმდინარეობს.

ამასთან, 14:00-ზე მთავარი პროკურატურა ბრიფინგს გამართავს, სადაც, სავარაუდოდ, აღნიშნული საქმის დეტალები გახდება ცნობილი.

კომენტარები