კრიმინალი

შსს: ქალის მკვლელობის ვერსია ამ ეტაპზე არ დასტურდება, დანიშნულია ექსპერტიზა

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ტელეკომპანიის ცნობით, ქალი გაგუდეს, ბინიდან კი ფული და ოქროს სამკაულები წაიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის განცხადებით კი, "მკვლელობის ვერსია ამ ეტაპზე არ დასტურდება. ქალბატონი სახლში ნახეს გარდაცვლილი, დანიშნულია ექსპერტიზა, რათა დადგინდეს გარდაცვალების მიზეზი, არც მძარცველების იქ ყოფნა დასტურდება. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და გაირკვევა მომხდარის მიზეზი".

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, გარდაცვლილის ვინაობის შესახებ ცნობილია მხოლოდ ის, რომ ქალი ვაგზლის ბაზრობაზე ბანანით ვაჭრობდა. იმავე ტერიტორიაზე სხვა მოვაჭრეები სამართალდამცავებისგან საქმის დროულად გამოძიებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.

კომენტარები