იური ვაზაგაშვილის საქმე

მიროტაძე: ბრალდებული რომ პოლიციელია, ნიშნავს, რომ შსს-ს აქვს სისტემური პრობლემა

radio1.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ანი მიროტაძის განცხადებით, ის ფაქტი, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გია სოსანაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია, ადასტურებს, რომ სისტემაში სერიოზული პრობლემებია.

„სამწუხაროა, სხვათა შორის, რომ ადამიანი, რომელიც ეჭვმიტანილი არის ამ ძალიან ცუდ და მძიმე დანაშაულში, არის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი. ეს კიდევ ერთხელ ნიშნავს იმას, რომ შსს-ს აქვს სისტემური პრობლემა. ჩვენ კიდევ ერთხელ დავდექით იმ აუცილებლობის წინაშე, რომ ამ სამინისტროს გაყოფა მოხდეს და აუცილებელი არის, ჩატარდეს რეორგანიზაცია“, - განუცხადა დეპუტატმა რუსთავი 2-ს.

ცნობისთვის, მთავარმა პროკურატურამ იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გია სოსანაშვილი გუშინ დააკავა.

კომენტარები