ინციდენტი კაიროში

კაიროში ჭყლეტის შედეგად სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა ეგვიპტის დედაქალაქში, სტადიონზე მომხდარი არეულობის შედეგად. ერთ-ერთი ადგილობრივი კლუბის გულშემატკივრებმა სტადიონზე უბილეთოდ შესვლა სცადეს, რასაც პოლიციასთან შეტაკება მოჰყვა. სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, თვითმხილველების თქმით, სტადიონის შესასვლელში ბევრი ადამიანი ჭყლეტაში მოჰყვა, რამაც მსხვერპლი გამოიწვია. პოლიციამ კლუბის ხელმძღვანელობა დააკავა.

სამი წლის წინ პორტ-საიდში ანალოგიური ინციდენტის შედეგად 70 გულშემატკივარი დაიღუპა. მაშინ პოლიციამ სტადიონზე გულშემატკივრების რაოდენობა შეზღუდა. ეს შეზღუდვა რამდენიმე კვირის წინ გაუქმდა.  

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები