საქართველოს მთავრობა

ალასანია ენმ-სთან ერთად მთავრობის გადაყენებაზე: გამორიცხული არაფერია

ტაბულა

თავისუფალი დემოკრატების ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, იმაზე ფიქრი შეიძლება, რომ მთავრობისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად, მისმა ფრაქციამ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად 18 დეპუტატის დარწმუნებაზე იმუშაოს. გადაცემა თეორემას წამყვანმა ალასანიას ჰკითხა: "76 ხმა სჭირდება მთავრობის გადაყენებას. თქვენ და ნაციონალურ მოძრაობას ერთად დაახლოებით 58 ხმა გაქვთ. ხომ არ ფიქრობთ, რომ უფრო იოლი იქნება 18 დეპუტატის დარწმუნება მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების აუცილებლობაში? მითუმეტეს, ნაციონალური მოძრაობისგან განსხვავებით, თქვენს გუნდს ხალხის მანდატი აქვს - ხართ მზად იმისთვის, რომ თქვენ ჩამოაყალიბოთ მთავრობა და ქვეყანას კარს მომდგარი ეკონომიკური კრიზისი აარიდოთ თავიდან?"

"ჩვენ, რა თქმა უნდა გვიფიქრია, რა ფორმებით შეიძლება ეს პრაქტიკულად უუნარო და ნდობადაკარგული მთავრობა შეიცვალოს. პირველ რიგში, ბუნებრივია, როცა ეს კრიზისი მწვავდება და არ უჩანს არანაირი პირი იმისა, რომ ამათ აქვთ ანტიკრიზისული გეგმა, გამოსავალი, ამაზეც შეიძლება ფიქრი და შემდეგ ნაბიჯზეც, შემდეგ რა უნდა მოყვეს ამას, ამიტომ, გამორიცხული არაფერი არ არის. მაგრამ პირველ რიგში, ჩვენ რაც გვაინტერესებს, ჩვენი ფრაქციაც და დარწმუნებული ვარ, ოპზოციის სხვა წარმომადგენლებიც ახლა უკვე სერიოზულად მოთხოვენ ეკონომიკურ გუნდს კონკრეტული ანტიკრიზისული გეგმის დადებას და ეს უნდა მოხდეს უახლოეს პერიოდში, რადგან რამდენი დღეც გადის, უფრო და უფრო უარესდება თითოეული ჩვენი მოქალაქის ცხოვრების პირობები" - განაცხადა ალასანიამ.

კომენტარები