საბერძნეთის ვალები

საბერძნეთმა კრედიტორებს ახალ პროგრამაზე უარი უთხრა

AP

საბერძნეთმა ევროკავშირის ქვეყნების ფინანსთა მინისტრების მიერ შემოთავაზებული დახმარების პროგრამა არ მიიღო. ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ათენს აქამდე მოქმედი გეგმის ნახევარი წლით გახანგრძლივება შესთავაზეს. საბერძნეთი ახალი პროგრამის შემუშავებას და ძველი ვალების რესტრუქტურიზაციას ითხოვს.

ქვეყნის ახალი ხელისუფლება უარს ამბობს მკაცრი ეკონომიის პოლიტიკაზე, რომელიც ევროკავშირის მიერ კრიზისში მყოფი საბერძნეთის დახმარების პირობა იყო. სულ საბერძნეთის დავალიანება 320 მილიარდ ევროს აღწევს. დახმარების პროგრამა ამ თვეში უნდა დასრულდეს. მოლაპარაკება შესაძლოა ამ კვირის ბოლოს გაგრძელდეს.

კომენტარები