ინვესტიციები

ხადური: ჩვენი ხელისუფლების დროს ბევრი გაქცეული ინვესტორი შემოვიდა ქვეყანაში

ტაბულა

ტაბულას კითხვას, "დაასახელეთ სამი ინვესტორი, რომელიც თქვენი ხელისუფლების დროს, 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ საქართველოში შემოვიდა", ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური კონკრეტულ პასუხს არ სცემს.

"სამიც შემიძლია დაგისახელოთ და ათიც შემიძლია დაგისახელოთ", - აცხადებს ხადური.

ჟურნალისტის დამატებით კითხვაზე, რომ მხოლოდ სამი კონკრეტული ინვესტორი დაასახელოს, ფინანსთა მინისტრი კვლავ ამბობს, რომ ასეთი ბევრია.

"შემიძლია, ათი დაგისახელოთ და ძალიან ბევრი ინვესტორია ქვეყანაში შემოსული, რომელიც გაქცეული იყო სხვათა შორის იმ ხელისუფლების დროს, რომელიც ჩვენამდე იყო", - აცხადებს ხადური.

ტაბულას მესამე ჩაკითხვაზე კი, ფინანსთა მინისტრი ჟურნალისტს ინვესტორებისკენ მიუთითებს, რომელთა ვინაობას კვლავაც არ ასახელებს.

"ძალიან ბევრია, გეუბნებით. შეგიძლიათ, მიხვიდეთ და ინვესტორებს თვითონ კითხოთ, რომლებიც საქართველოში ჩამოვიდნენ, ჯობია", - თქვა ნოდარ ხადურმა. 

კომენტარები