დისკრიმინაცია

პრეზიდენტი: დისკრიმინაციისგან სრულად თავისუფალი არც ჩვენი საზოგადოებაა

ტაბულა

საქართველოს პრეზიდენტი ნულოვანი დისკრიმინაციის საერთაშორისო დღეთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მწუხარებას გამოთქვამს, რომ "21-ე საუკუნეში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სხვადასხვა ნიშნით სტიგმატიზებული ადამიანები კვლავაც განიცდიან დევნასა და შევიწროებას". როგორც გიორგი მარგველაშვილი აღნიშნავს, "ბოლო წლებში საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებმა, რელიგიურ ნიადაგზე წარმოშობილმა კონფლიქტებმა, ჰომოფობიის ცალკეულმა გამოვლინებებმა და სხვა დრამატულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ამ სენისგან სრულად თავისუფალი არც ჩვენი საზოგადოებაა".

"ჩვენ მოვალენი ვართ საფუძვლებშივე გავაცნობიეროთ სახიფათო ტენდენციები და წინ აღვუდგეთ დისკრიმინაციისა და თავისუფლების ხელყოფის ნებისმიერ გამოვლინებას. ამ პროცესში ჩვენ ვერ გამოვყოფთ ერთ რომელიმე ინსტანციას, რომელსაც სრული პასუხისმგებლობა დაეკისრებოდა. რასაკვირველია, ხელისუფლება უმთავრესია, ვინც კანონის უზენაესობა და ადამიანთა თანასწორობა უნდა უზრუნველყოს, მაგრამ ასევე აუცილებელია საზოგადოების თითოეული წევრის ძალისხმევა, რათა საქართველო იყოს ქვეყანა, როგორადაც მას ილია ჭავჭავაძე აღწერს: მშვიდობის - მყოფელი სავანე და სინდისის თავისუფლების ადგილი ყველასათვის, მიუხედავად სარწმუნოებრივი, მსოფლმხედველობრივი თუ სხვა სახის განსხვავებულობისა" - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

კომენტარები