ფოტოკონკურსი ქოლგა

საერთაშორისო ფოტოკონკურსზე "ქოლგა" რეგისტრაცია დაიწყო

KOLGA TBILISI PHOTO 2015 წლის ფოტოკვირეულის ფარგლებში საერთაშორისო და ყოველწლიურ ფოტოკონკურსზე "ქოლგა" რეგისტრაცია დაიწყო. "ქოლგა" წელს უკვე მე-14-ჯერ ტარდება. შარშანდელ ფოტოკონკურსში მონაწილეობა მსოფლიოს 38-მდე ქვეყნის ფოტოგრაფმა მიიღო და წლის საუკეთესო ფოტოები 5 000 წარმოდგენილი ფოტოდან შეირჩა.

ფოტოკონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ, შეავსონ ონლაინ-განაცხადი 20 მარტამდე "KOLGA TBILISI PHOTO"-ს ოფიციალურ ვებგვერდზე KOLGA.GE. ფოტოკონკურსის საპრიზო ფონდი 6000 აშშ დოლარით განისაზღვრა. საუკეთესო ნამუშევრებს კი წელსაც საერთაშორისო ჟიურის წევრები შეარჩევენ.

წლევანდელი ფოტოკონკურსის ნომინაციები შემდეგნაირად განისაზღვრა:
1. დოკუმენტური სერია;
2. რეპორტაჟი;
3. კონცეპტუალური ფოტოპროექტი;
4. ერთი კადრი/Oneshot;
5. ჯეოსელის მობილური ფოტო.

პირველ 4 ნომინაციაში გამარჯვებულები მიიღებენ 1500-1500 აშშ დოლარს. ხოლო,"ჯეოსელის" მობილური ფოტონომინაციის გამარჯვებულები (ქვე-ნომინაციებში: ერთი კადრი და ფოტოსერია), მიიღებენ სპეციალურ პრიზს "ჯეოსელისგან": Iphone 6 -ს. კონკურსში მონაწილეობის საფასურია 30 აშშ დოლარი. დარეგისტრირებულ პირს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს, როგორც ყველა გამოცხადებულ ნომინაციაში ისე აირჩიოს ნებისმიერი კატეგორია ან კატეგორიები.

წელს, საუკეთესო ფოტოების გამოფენა შედგება 1 მაისს, ხოლო 1 მაისიდან 7 მაისის ჩათვლით KOLGA TBILISI PHOTO უმასპინძლებს როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ გამოფენებს.

ფოტოგრაფიით დაინტერესებულ პირებს კი მოწვეული ევროპელი და ამერიკელი ფოტოგრაფები, კურატორები და კრიტიკოსები ჩაუტარებენ საგანმანათლებლო სახის ვორქშოფებს, სემინარებს და პორტფოლიო ჩვენებებს.

ქოლგა თბილისი ფოტო 2015-ს წარმდგენია Adjara Net, გენერალური სპონსორი: თიბისი ბანკი. სპონსორი: ჯეოსელი. მუდმივი პარტნიორი - კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. მხარდამჭერები: ეროვნული მუზეუმი, ბრიტანეთის საბჭო, ამერიკის საელჩო საქართველოში, პროპაგანდა კონსალტინგი და კომპანია ფოტოსამყარო. მედიაპარტნიორები: რუსთავი 2, ტაბულა, არტარეა, რადიო კომერსანტი და ჟურნალი National Geographic.

კომენტარები