NATO

ოლანდი: NATO ამ ეტაპზე არ უნდა გაფართოვდეს

Reuters

"NATO-ს წევრობის მსურველ ქვეყნებს უარი უნდა ეთქვას, რადგან NATO ამ ეტაპზე არ უნდა გაფართოვდეს", - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა NATO-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს საფრანგეთის პოზიციაა.

"ამ მომენტისთვის იმ ქვეყნებთან მიმართებით, რომლებსაც სურთ NATO-ში გაწევრიანება, საფრანგეთი ისეთ პოზიციაზე დგას, რომელიც გულისხმობს, რომ ყველა განაცხადს უარი უნდა ეთქვას, რადგან ჩვენ ვფიქრობთ, რომ NATO ამ ეტაპზე არ უნდა გაფართოვდეს", - განაცხადა ოლანდმა.

კომენტარები