შსს

ახმეტის პოლიციის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

ახმეტის პოლიციის უფროსი ზურაბ უძილაური თანამდებობიდან გაათავისუფლეს. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურერებენ. არსებული ინფორმაციით, ზურაბ უძილაური ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებისა და ხულიგნობის ბრალდებით არის ნასამართლევი. ასევე, ინტერპრესნიუსის ცნობით, მას კონკრეტულ პირზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. ზურაბ უძილაურთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ პროკურატურაში მოკვლევა მიმდინარეობს.

"პროკურატურაში მიმდინარეობს მოკვლევა, თუ ეს დამტკიცდება, შესაბამისად დაისჯება ეს ადამიანი. რაც შეეხება ნარკოტიკული ნივთიერების გამოყენებას, მე არ ვარ საქმის კურსში. რა თქმა უნდა, მოვიკვლევთ, თუ ეს ნამდვილად დადასტურდება, თანამდებობას დატოვებს აუცილებლად", - განაცხადა გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები