ჩეხეთი-პოლონეთი

ჩეხეთი პოლონეთს სადავო ტერიტორიას დაუბრუნებს

AP

ჩეხეთის პრემიერმინისტრის ბოჰუსლავ სობოტკას ინიციატივით, პრაღა პოლონეთს ტერიტორიას დაუბრუნებს. ამის შესახებ მან ვარშავაში, ოფიციალური ვიზიტისას ისაუბრა. საქმე ეხება ჩრდილოეთ ბოჰემიისა და ჩრდილოეთ მორავიის ტერიტორიას, რაც ჯამში 3,5 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს.

ბოჰუსლავ სობოტკამ განმარტა, რომ ჩეხეთს სურს პოლონეთთან კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბება.

"პოლონეთი დაიბრუნებს საკუთარ ტერიტორიას. ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს გეტყვით, რადგანაც საქმის დამატებითი დეტალები კონფიდენციალურია", - განაცხადა სობოტკამ.

ცნობისთვის, გასულ წლებში პრაღა სადავო ტერიტორიების სანაცვლოდ, ვარშავას ფინანსურ კომპენსაციას სთავაზობდა, თუმცა, პოლონეთმა აღნიშნული შეთავაზება არ მიიღო.

შეგახსენებთ, რომ პოლონეთსა და ჩეხეთს შორის სასაზღვრო დავა ჯერ კიდევ 1950 წლიდან მიმდინარეობს. სასაზღვრო ცვლილება ამ ორ ქვეყანას შორის ცივი ომის პერიოდში, საბჭოთა კავშირის ზეწოლის შედეგად მოხდა.

კომენტარები