სასჯელაღსრულების სამინისტრო

სასჯელაღსრულება: მატროსოვის ციხეში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია

სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებით, "N9 დაწესებულებაში (ე.წ. მატროსოვის ციხე), სადაც ვანო მერაბიშვილი, ბაჩო ახალაია და გიგი უგულავა იმყოფებიან, ყოველთვის უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები ტარდება და ასე იქნება მომავალშიც".

კითხვაზე, აქვს თუ არა უწყებას ინფორმაცია იმის შესახებ, რაზეც პოლიტიკური ორგანიზაცია პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი საუბრობს, სასჯელაღსრულების სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ. 

საქართველოს პატრიოტთა ალიანსის გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა ტელეკომპანია იმედში, გადაცემა იმედის კვირაში საუბრისას თქვა, რომ მისი ინფორმაციით, "21 მარტის ფარგლებში, 22-ში ან 23-ში, პირადად მიხეილ სააკაშვილის დავალებით - და მე არ ვსაუბრობ ზოგადად ნაციონალურად მოძრაობაზე, არამედ ვსაუბრობ მიხეილ სააკაშვილის დავალებაზე - აპირებენ, რომ მოწამლონ ან ვანო მერაბიშვილი, ან ბაჩო ახალაია ან უგულავა, ერთ-ერთი ამ სამიდან. ეს არის პირველი ინფორმაცია, რომელიც მინდა გავასაჯაროო. მე არ მაქვს უფრო დეტალური ინფორმაცია, რომელი შეიძლება იყოს, ვისაც მოწამლავენ, მაგრამ პრაქტიკულად გაწირა ამ სამიდან ის, ვისაც მოწამლავენ, ან სამივე ერთად გაწირა უკვე სააკაშვილმა, რომელსაც გათვლა აქვს იმაზე, რომ ეს ყველაფერი შემდეგ დაბრალდება ხელისუფლებას და პრეზენტირებული იქნება ეს მოწამვლა დასავლეთში, აი, რა ხდება საქართველოში".

კომენტარები