საქართველოს ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტრომ ერთი მილიარდის მოცულობის დავალიანება ჩამოწერა

iStockPhoto

შემოსავლების სამსახურმა დღეს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილება წარადგინა, რომლის მიხედვითაც დაახლოებით ერთი მილიარდის მოცულობის გადაუხდელი დავალიანების ჩამოწერა მოხდება. სიახლე მიზნად დავალიანების გამო გაჩერებული ობიექტების გახსნის ხელშეწყობას ისახავს. გადასახადისგან დაახლოებით 20 ათასი ობიექტი გათავისუფლდება. 

2005 წლამდე წარმოშობილი და დღემდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანების თანხა, თუკი პირს თანხის ჩამოწერამდე აქტივობა არ უფიქსირდება. ასევე 2009 წლამდე წარმოშობილ დავალიანებებზე დარიცხული აღიარებული ჯარიმა და ჯარიმაზე დარიცხული საურავი, თუკი ობიექტს ჩამოწერამდე არანაირი ეკონომიკური აქტივობა არ უფიქსირდება. ასევე დავალიანებისგან სალარო აპარატის გამოყენების წესის დარღვევა გათავისუფლდა. 

შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ხატია მოისწრაფიშვილის თქმით დავალიანება ჩამოეწერათ მათ ვისაც დღემდე არ უფიქსირდებათ ეკონომიკურ აქტივობა. პარლამენტის საბიუჯეტო საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ნოდარ ებანოიძის შეფასებით ინიციატივა იმ საწარმოების მდგომარეობას გააუმჯობესებს, რომლებსაც დავალიანების გამო აქვთ საქმიანობა შეწყვეტილი. 

კითხვას, არის თუ არა ეს ნაბიჯი ეკონომიკური დანაშაულის ამნისტია, შემოსავლების სამსახურში უარყოფითად პასუხობენ. ეკონომიკური დანაშაულის ამნისტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენდა.

კომენტარები