ვითარება უკრაინაში

სტოლტენბერგი რუსეთის მოულოდნელი სამხედრო წვრთნებით შეშფოთებულია

allgalgaduud.com/

ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, რუსეთის მიერ მოულოდნელად დაწყებული სამხედრო სწავლებები და ნატოს ქვეყნების საზღვრებთან რუსეთის ჯარების გაძლიერებული ყოფნა აშფოთებს. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ბრიტანულ საინფორმაციო წყაროსთან, Guardian-თან ისაუბრა.
"უკანასკნელი ორი წლის განმვალობაში რუსეთმა ათეულობით მოულოდნელი სამხედრო სწავლება ჩაატარა", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგის თქმით, ყირიმის დაპყრობა სწორედ მოულოდნელი სამხედრო სწავლების საბაბით მოხდა. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში სიტუაციის დასტაბილურებისათვის მთავარია, მხარი დაუჭირონ მინსკის შეთანხმების იმპლემენტაციას.

კომენტარები