მანქანების ბიზნესი

ენმ: მანქანების ბიზნესთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტი მოვამზადეთ

ka.wikipedia.org

საპარლამენტო უმცირესობამ ავტოდილერებისთვის საკანონმდებლო ინიციატივა შეიმუშავა. როგორც პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე დეპუტატმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, ავტომობილების ბიზნესი საშინელ მდგომარეობაშია. მისი თქმით, მდგომარეობის გამოსასწორებლად ავტოდილერებს საბაჟო გადასახადზე უნდა დაუწესდეთ განვადება და გადაუვადდეთ სანქცია-საურავები. 

"ყველაზე მთავარი საკითხი არის მანქანების ბაზრობა. დღეს ეს ბიზნესი საშინელ მდგომარეობაშია, ფაქტობრივად, ეს ადამიანები გაკოტრების პირას არიან. ეს არ არის ერთი და ორი ადამიანი, ეს არის ათასობით ადამიანი. მათ სჭირდებათ შველა, ჩვენ მოვამზადეთ ასევე საკანონმდებლო პაკეტი, მაგრამ არ გვაქვს იმედი, რომ მას გაიზიარებთ და არ გადადებთ.

აქ არის რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელიც ითხოვს საბაჟო გადასახადის განვადებას, რაც აუცილებელია. თუ გინდათ, რომ არ მიიღოთ უფრო მეტი გაღარიბებული ადამიანი, ამ ადამიანებს უნდა გადაუვადოთ სანქცია-საურავები. ეს იყო ბიზნესი, რომელიც დაიწყო 50 მილიონიდან და ავიდა 700 მილიონზე, ფაქტობრივად, ბოლო 6 წლის განმავლობაში.

თუ ამ ბიზნესს, ამ ადამიანებს, რომლებიც რუსთავის ბაზრობაზე დგანან, არ მივაქცევთ ყურადღებას, არ გავითვალისწინებთ, რა გადასახადებს იხდიან ეს ადამიანები საბაჟოზე, რა გადასახადებს იხდიან სადგომებზე, რა გადასახადებს იხდიან ისინი და ვერ გადაიხდიან 1 აპრილს, იმიტომ რომ, მათ ფიზიკურად ვერ მოუწევთ მოგების გადასახადის ჩვენება... არ არის მოგება. დღეს ისინი ზარალში არიან. ჩვენ რეკორდი მოვხსენით, უარყოფითმა სავაჭრო სალდომ ამ ორ თვეში 786 მილიონი ლარი შეადგინა. ანუ, საქართველოდან 700 მილიონი ლარით უფრო ნაკლები პროდუქტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა. ანუ, დოლარი უფრო მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა. მე გთხოვთ, ამ საკითხებთან დაკავშირებით, ბაზრობებთან, მცირე ვაჭრობებთან, სადალაქოებთან, მანქანების ვაჭრობებთან დაკავშირებით გავიზიაროთ ის შემოთავაზებები, ვიკამათოთ, ვიმსჯელოთ, ოღონდ ამ სფეროს და აქ დასაქმებულ ათასობით ადამიანს არ მივცეთ იმის უფლება, რომ ულუკმაპუროდ დატოვონ თავისი ოჯახები", - განაცხადა მაჭავარიანმა.

კომენტარები