თავდასხმა ტუნისში

ტუნისში ნიღბიანმა პირებმა მუზეუმში 19 ადამიანი მოკლეს

theguardian.com

ტუნისში ნიღბიანი, სამხედრო ფორმაში გამოწყობილი პირები მუზეუმში შეცვივდნენ, მძევლები აიყვანეს და 19 ადამიანი მოკლეს. ორივე თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ყველა მძევალი თავისუფალია. გარდაცვლილთაგან 17 უცხოელი ტურისტია, ხოლო 2 ტუნისის მოქალაქე.

ორმა ნიღბიანმა პირმა მუზეუმში მძევლები დღეს აიყვანა. გავრცელებული ინფორმაციით, მძევლების რაოდენობა 30-ამდე ადამიანს შეადგენდა.

კომენტარები