გუშინ, გვიან ღამით ზუგდიდში ყაჩაღობა მოხდა. ხუთი ადამიანი თორდიების ოჯახს თავს დაესხა. დაზარალებულების თქმით, შეიარაღებულმა პირებმა ისინი გაკოჭეს, მამა-შვილი კი სასტიკად აწამეს, რისთვისაც უთო და გაცხელებული დანა გამოიყენეს.
თავდამსხმელებმა ოჯახი მას შემდეგ დატოვეს, რაც თემურ თორდიას წამებისგან გული წაუვიდა და ის გარდაცვლილი ეგონათ.
ოჯახის ინფორმაციით, თავდასხმელებმა 10 000 დოლარის ღირებულების ძვირფასი ნივთები და 2500 ლარზე მეტი თანხა წაიღეს.
დაზარალებულები ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.





