21 მარტის აქცია

გიგა ბოკერია: ყველა ვხედავთ რომ ჩვენი ქვეყანა უფსკრულისკენ მიდის

Giga Bokeria
Tabula

21 მარტის აქციაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივანმა, გიგა ბოკერიამ აქციის მონაწილეებს მიმართა. ბოკერიას თქმით ''ათობით ათასი ჩვენი მოქალაქის აქ ყოფნა არის გარანტია და საფუძველი იმისა, რომ არავის არ დავუთმობთ ჩვენი ქვეყნის მომავალს''.

''მაგრად მიხარია და ყველას გვიხარია აქ რომ ვხედავთ ერთმანეთს. გვიხარია, იმიტომ რომ ჩვენი აქ ყოფნა, ათობით ათასი ჩვენი მოქალაქის აქ ყოფნა არის გარანტია და საფუძველი იმისა, რომ არავის არ დავუთმობთ ჩვენი ქვეყნის მომავალს. განსაკუთრებით კოლბაში გამომწყვდეულ მილიარდელს და მის თოჯინებს კანცელარიაში. მაგრამ, ჩვენ ყველას გვესმის, რომ სასისხარულო მიზეზი არ გვაქვს რის გამოც შევიკრიბეთ. თითქმის სამი წელია ვუყურებთ, როგორ ანგრევენ ჩვენს ქვეყანას და როგორ დააყენეს უფსკრულისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენი ვალია, რომ ამას წერტილი დავუსვათ. არ არსებობს ოჯახი, გარდა მათი ნათესავებისა და ახლობლებისა, რომლებიც უხვად დაასაჩუქრეს და თანამდებობეზე დანიშნეს, არ არსებობს ოჯახი, რომლის მდგომარეობაც არ გაუარესდა. ზოგის ძალიან, ზოგის შედარებით ნაკლებად, მაგრამ ყველა ვხედავთ რომ უფსკრულისკენ მიდის ჩვენი ქვეყანა. იცნობთ ვინმეს ვინც იტყვის რომ ქვეყანა არ წავიდა უკან? ყველას გაუჭრდა'', - განაცხადა ბოკერიამ.

კომენტარები