რაგბი ევროპის ჩემპიონატი

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველომ რუმინეთი ანგარიშით 15:6 დაამარცხა

FRR

საქართველოს ეროვნული ნაკრები "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" გამარჯვებულია. ბუქარესტში გამართულ ფინალში ბორჯღალოსნებმა 15:6 სძლიეს რუმინეთის ეროვნულ ნაკრებს და ჩემპიონის სტატუსთან ერთად ანთიმოზ ივერიელის თასი შეინარჩუნეს.

მიმდინარე ჩემპიონატში ეს საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის ზედიზედ მეხუთე გამარჯვებაა. ამ გამარჯვებით ბორჯღალოსნებმა "რაგბი ევროპის ჩემპიონატი" ყოფილი ევროპის ერთა თასი, მერვედ მოიგეს, ხოლო ანთიმოზ ივერიელის თასს მეცხრედ დაეუფლნენ.

კომენტარები