კრიზისი უკრაინაში

წარმომადგენელთა პალატამ კიევისთვის ლეტალური იარაღის მიცემაზე რეზოლუცია მიიღო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდების შესახებ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტს 348 კანონმდებელმა დაუჭირა მხარი, 48 წინააღმდეგ გამოვიდა, ხოლო 36-მა თავი შეიკავა.

რეზოლუციის მიხედვით, აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატა პრეზიდენტ ბარაკ ობამას მოუწოდებს, კიევი თავდაცვითი იარაღით უზრუნველყოს.

"წარმომადგენელთა პალატა მტკიცედ მოუწოდებს პრეზიდენტს, უკრაინას ლეტალური თავდაცვითი იარაღი გაუგზავნოს, რათა უკრაინელმა ხალხმა დაიცვას თავისი სუვერენული ტერიტორია და თავი დაიცვას რუსეთის ფედერაციის აგრესიისგან", - წერია რეზოლუციაში.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ჯერჯერობით მხოლოდ არალეტალური იარაღი გაუგზავნეს.

კომენტარები