ე.წ. კაბელების საქმე

პროკურატურა: ალასანიას ყოფილი მოადგილე კაბელების საქმეზე მოწმის სახით იკითხება

ირაკლი ალასანიას ყოფილ მოადგილეს, ზაზა ბროლაძეს, მთავარ პროკურატურაში, ე.წ. კაბელების საქმეზე მოწმის სახით კითხავენ.

აღნიშნულ ინფორმაციას მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსი ადასტურებს. 

შეგახსენებთ, რომ ზაზა ბროლაძე ირაკლი ალასანიას მინისტრობის დროს მისი მოადგილე იყო და 2012 წელს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვებს ხელმძღვანელობდა.

კომენტარები