მონეტარული პოლიტიკა

ეროვნული ბანკი გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებს

.nbg.gov.ge

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2015 წლის 25 მარტს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად 4.5%-იან ნიშნულზე დატოვების შესახებ. მონეტარული პოლიტიკა ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსის დევალვაციის გამო 0.5%-ით გაამკაცრა, რამაც რეფინანსირებაზე მიბმული სესხების ღირებულება ნახევარი პროცენტით გაზარდა.

ეროვნული ბანკის განცხადებაში ნათქვამია, რომ ის მიზეზები, რომელთა გამოც მოხდა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, დღესაც აქტუალურია. იანვარ-თებერვალში დაფიქსირდა საქონლის ექსპორტის, ფულადი გზავნილებისა და ტურისტული შემოდინებების შემცირება. საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური ვითარება კვლავ გაუარესებულია, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზეც უარყოფითად აისახება. 

ეროვნული ბანკი იმედოვნებს, რომ მომავალში სავალუტო შემოდინებების შემცირება იმპორტის შემცირებაზეც აისახება, რასაც ქვეყნის საგადამხდელო ბალანსზე დადებითი ეფექტი ექნება. თუკი იმპორტის მოცულობის შემცირება ხელს შეუწყობს საგარეო დისბალანსის აღმოფხვრას, რადგანაც ლარის კურსი საქართველოში შემოსულ და ქვეყნიდან გასულ სავალუტო ნაკადებზე არის დამოკიდებული, თუკი ქვეყნიდან გასული სავალუტო ნაკადების რაოდენობა შემცირდება, ეს ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე დადებითად აისახება. 

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას საგარეო ეკონომიკური ფაქტორების გაუმჯობესების შემდეგ შეარბილებს. 

კომენტარები