ირაკლი ღარიბაშვილის პრესკონფერენცია

პრემიერი ჟურნალისტს: ნორმალურ ქვეყანაში ბრალდებისთვის მუშაობას აგიკრძალავდნენ

0 კომენტარი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შიდა ქართლის გუბერნატორის ზურაბ რუსიშვილის მიმართ ჟურნალისტის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს ცილისწამებას უწოდებს.

ღარიბაშვილის თქმით, ნორმალურ ქვეყანაში ამ ბრალდებისთვის ჟურნალისტს საქმიანობას აუკრძალავდნენ.

„თქვენ ბრალს სდებთ სახელმწიფოს რწმუნებულს, გუბერნატორს კორუფციაში. ნორმალურ სახელმწიფოში თქვენ გიჩივლებდნენ და აგიკრძალავდნენ საქმიანობას სასამართლოს ძალით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა მოუწოდა გუბერნატორს, რომ სასწრაფოდ გააკეთოს კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით. მისი თქმით, თუ ჟურნალისტის ბრალდება სიმართლეს შეესაბამება, მაშინ ის შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს.

„თუ თქვენ იტყუებით, ვისურვებდი, რომ მან გიჩივლოთ სასამართლოში და ბოდიში მოგახდევინოთ“, - მიმართა ჟურნალისტს ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის თქმით, მას არაერთხელ მოუსმენია უსაფუძვლო ბრალდებები მისი მისამართით და ეს უპატივცემულობაა.

„ხშირად მიფიქრია, უნდა გავცეთ თუ არა პასუხი ისეთ აბსურდულ ბრალდებებს როგორიც არის, არც კი მინდა გავიმეორო, თურმე რაღაც ბატუტებს ვყიდულობ და დავფრინავ, მფრინავი ოთახები მაქვს დაქირავებული. ეს არ არის სასაცილო, ეს არის შეურაცხყოფა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. როცა თქვენ ითხოვთ პატივისცემას სახელმწიფოს პირველი პირების, მთავრობის წევრების მხრიდან, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ვალდებულებაა და ასეც უნდა იყოს, მაგრამ აქ უნდა იყოს ურთიერთპატივისცემაზე დამოკიდებული ურთიერთობები. ისე არ უნდა იყოს, რომ ჩვენ პატივს გცემთ და თქვენ აბსოლუტურად გაუმართლებლად, უსაფუძვლოდ გვაკრიტიკებთ და ბრალს გვდებთ. ბრალს დებთ იმ ადამიანს კორუფციაში და ძალიან ცუდ რაღაცეებში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები