ტაბულა

მაგთისატის აბონენტებს აღარ აქვთ ტაბულას სიგნალის მიღების შესაძლებლობა

ტაბულა

მაგთისატის აბონენტებს, მიმდინარე წლის 25 მარტიდან აღარ აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ ტაბულას სიგნალი.

ტელეკომპანია ტაბულასა და შპს მაგთიკომს შორის დადებული იყო კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მაგთიკომი ახორციელებდა ტაბულას სიგნალის რეტრანსლაციას მაგთისატის ქსელში.

ხელშეკრულების მოქმედების გაგრძელებისთვის მაგთიკომის მიერ შემოთავაზებული, შეცვლილი პირობები ტელეკომპანიას მძიმე მდგომარეობაში აყენებს და, შესაბამისად, მიუღებელია.

აქედან გამომდინარე, ხელშეკრულების მოქმედება შეწყდა და შეჩერებულია ტელეკომპანიის სიგნალის რეტრანსლირებაც მაგთისატის ქსელში.

ტელეკომპანია ტაბულა აგრძელებს სამართლებრივ პროცედურებს, რათა ტელემაყურებელს ჰქონდეს საშუალება, მიიღოს მაუწყებლის სიგნალი, თუმცა, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ეს ტაბულასგან დამოუკიდებელ ფაქტორებთანაც არის დაკავშირებული.

კომენტარები