პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარეები

ჭკუასელი: პრემიერი თანახმაა, რომ ხიდაშელი გახდეს კომიტეტის თავმჯდომარე

პრემიერი თანახმაა, რომ  საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თინა ხიდაშელი გახდეს - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თემურ ჭკუასელმა აღნიშნა.

"ფრაქციის სხდომაზე ეს გადაწყვეტილება მივიღეთ. პრემიერი მის კანდიდატურას დაეთანხმა. ამით ძალიან ბევრი რამ არის გათვალისწინებული და გააზრებული", - აღნიშნა ჭკუასელმა პარტია ქართული ოცნების ოფისთან.

კომენტარი გააკეთა უმრავლესობის წევრმა გია ჟორჟოლიანმაც და აღნიშნა, რომ უმრავლესობა ხიდაშელის კანდიდატურას მხარს დაუჭერს. 

ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციას ვიქტორ დოლიძე იკავებდა, თუმცა, თავისუფალი დემოკრატების მიერ კოალიცია ქართული ოცნების დატოვების შემდეგ, უმრავლესობამ მას ეს თანამდებობა დაატოვებინა.

კომენტარები