თამარ ტრაპაიძის გარდაცვალება

იტალიიდან საქართველოს მოქალაქის გადმოსვენების ხარჯებს მთავრობა გაიღებს

radiotavisupleba.ge

საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, იტალიაში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის თამარ ტრაპაიძის გადმოსვენებასთან დაკავშირებულ ხარჯებს სახელმწიფო თავის თავზე აიღებს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი უკვე პირადად ესაუბრა გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ინფორმაცია მიაწოდა თამარ ტრაპაიძის სამშობლოში გადმოსვენებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. საჭირო პროცედურების დასრულების შემდეგ მოხდება გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენებამ.  

იტალიაში საქართველოს მოქალაქე, 31 წლის თამუნა ტრაპაიძე, რომელიც მოხუცის  მომვლელად მუშაობდა, სავარაუდოდ ძლიერი ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა. 

კომენტარები