ირანის ბირთვულ პროგრამა

ირანის ბირთულ პროგრამაზე მოლაპარაკებებში „გარკეული პროგრესია“

thehackernews.com

შვეიცარიაში მიმდინარე მოლაპარაკებებზე ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე გარკვეული პროგრესი არის მიღწეული. BBC-ს ცნობით, მხარეები შეთანხმდნენ გეგმაზე, რომლის მიხედვით, ირანი ატომურ პროგრამას თანდათანობით შეკვეცავს, დასავლური სანქციები კი ირანს ასევე თანდათანობით მოეხსნება. შეუთანხმებელი გეგმის კონკრეტული დეტალები რჩება.

მოლაპარაკებაში, რომლის დასრულების თარიღად 31 მარტი განისაზღვრა, ირანი და ე. წ. ექვსეული მონაწილეობს, შეერთებული შტატების, რუსეთს, ჩინეთის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთს და გერმანიის მონაწილეობთ. აშშ-ის სახელმწიფომ მდივანმა ჯონ კერიმ მოლაპარაკება ირანელ, ასევე გერმანელ დ ფრანგ კოლეგებთან გამართა, დღეს ლოზანაში რუსეთისა და დიდი ბრიტანეთის საგარეოს საქმეთა მინისტრებს ელიან. გუშინ ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ მხარეები, პირველად 12 წლის განმავლობაში, შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან. ჯონ კერიმ, შვეიცარიაში დარჩენა და მოლაპარაკებების ბოლომდე მიყვანა გადაწყვიტა.

ირანთან გარიგების წინააღდეგ ისრაელი გამოდის - იერუსალიმში მიიჩნევენ, რომ სანამ ორანის აგრესიული პოლიტიკა არ შეიცვლება, მის წინააღმდეგ სანქციების შერბილებს დაშვებელია.

კომენტარები