ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონთან 0:2 დამარცხდა

bundesliga.com

29 მარტს, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში, გერმანიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონებმა დაგეგმილი 3 ქულა ზედმეტი ნერვიულობის გარეშე მოიპოვეს. თუმცა, ჯვაროსნებს პირველ ტაიმში ნულოვანი ფრის მოსაპოვებლად, მხოლოდ 6 წუთი დააკლდათ. 39-ე წუთზე, კახა მახარაძემ ბურთი საკუთარი საჯარიმოს ოდნავ წინ დაკარგა, გერმანელებმა სწრაფი კომბინაცია გაითამაშეს, რომელიც დარტყმით მარკო როისმა დააგვირგვინა და ანგარიშიც გაიხსნა.

5 წუთში, ტომას მიულერმა გერმანელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა და როგორც შემდგომში გაირკვა, მატჩში უკანასკნელი გოლი გაიტანა.

მეორე ნახევარში, გერმანელებს გოლის გატანის რეალური მომენტი ფაქტობრივად არ ჰქონიათ, მოპოვებული უპირატესობა კი მშვიდად შეინარჩუნეს. იმ პირობებში, რომ სტუმრებს ბურთის ფლობაში უდიდესი უპირატესობა ჰქონდათ (29%-71%), ქართველმა ფეხბურთელებმა შეტევაში კუთხურები საკმაო რაოდენობით ჩააწოდეს (7:8). სხვა მხრივ, ნოიერის კარის სიახლოვეს ხიფათი არ შექმნილა - ჯვაროსნებს კარის ჩარჩოში ზუსტად არცერთხელ არ დაურტყამთ.

ჩვენი ქვეჯგუფის მეორე შეხვედრაში, შოტლანდიელებმა გიბრალტარს უმასპინძლეს და 6:1 გაანადგურეს, 23:45 სთ-ზე კი,ირლანდიის ნაკრები პოლონეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლეს.

კომენტარები