IRI-ის კვლევა

IRI: გამოკითხულთა 85% სავარაუდოდ არჩევნებზე წასვლას აპირებს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 51% შემდეგ არჩევნებზე, დიდი ალბათობით, წასვლას აპირებს. 34% -ის განცხადებით არჩევნებზე ალბათ წავა. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 3% არ აპირებს, 7% კი ალბათ არ წავა არჩევნებზე, ხოლო 5%-ს ჯერ არ გადაუწყვეტია ან პასუხი არ აქვს ამ კითხვაზე.

IRI-ის სოციოლოგიური კვლევა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 2015 წლის 3-28 თებერვალს ჩატარდა. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს 1500 მოქალაქე (18 წლის და ზემოთ). კვლევის ცდომილება არ აღემატება 2.5%-ს. პასუხის გაცემის კოეფიციენტი 70% იყო.

კომენტარები