ელექტროენერგია

დასავლეთ საქართველოს 18 ათასამდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

სამეგრელოს, გურიისა და აჭარის რეგიონებში დაახლოებით 18 ათასამდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ენერგო-პრო ჯორჯიას განმარტებით, ძლიერმა ქარმა რეგიონებში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. 

"ტექნიკურმა სამსახურმა დაზიანებისთანავე დაიწყო აღდგენითი სამუშაობი, რომელიც ახლაც გრძელდება, რათა რაც შეიძლება დროულად და ოპერატიულად მოხდეს აღდგენა, თუმცა, ქარი ამ დროისთვისაც გრძელდება და ხელს უშლის სამუშაობის წარმოებას", - უთხრა ინტერპრესნიუსს ენერგო-პრო ჯორჯიას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ავთო დვალიშვილმა. 

კომენტარები