1989 წლის 9 აპრილი

ჯანელიძე: ყოველთვის გვახსოვდეს ის საქმე, რაც 9 აპრილს დაღუპულებმა გააკეთეს

ტაბულა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის განცხადებით, 9 აპრილს დაღუპულები საქართველოს გმირები არიან. მინდია ჯანელიძემ 9 აპრილის მემორიალთან 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. 

"დღეს მოვედით 9 აპრილის მემორიალთან, პატივი მივაგეთ გმირებს, რომლებიც 26 წლის წინ, 9 აპრილს დაიღუპნენ. ისინი ნამდვილად ჩვენი ქვეყნის გმირები არიან, ჩვენ ყოველთვის პატივი უნდა მივაგოთ, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ის საქმე, რაც მათ გააკეთეს", - თქვა ჯანელიძემ და აღნიშნა, რომ 9 აპრილს დაღუპულებმა მოახდინეს ქართველი ხალხის კონსოლიდაცია თავისუფლებისთვის ბრძოლაში.

"რაც დამთავრდა კიდეც ჩვენი თავისუფლებით და დამოუკიდებლობის მოპოვებით. ამიტომ, ეს ხალხი ნამდვილად საქართველოს გმირები არიან და ქედს ვიხრით მათ წინაშე", - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.

კომენტარები