კოთე თოლორდავა

მოსკოვში ქართველი მსახიობი კოტე თოლორდავა გარდაიცვალა

მოსკოვში ქართველი მსახიობი კოტე თოლორდავა გარდაიცვალა.

თოლორდავა ცხედარი სამართალმდაცველებმა მოსკოვის ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში იპოვეს. რუსული მედიის ინფორმაციით გარდაცვლილის ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

ჯერ-ჯერობით უცნობია მსახიობის გარდაცვალების მიზეზი. 

მსახიობი მოსკოვში გადაღებებში მონაწილეობის მისაღებად 9 აპრილს ჩავიდა და ის რამდენიმე დღეში უკან თბილისში უნდა დაბრუნებულიყო.

კოტე თოლორდავა კინოსა და თეატრის მსახიობი იყო, პოპულარობა კი ჩემი ცოლის დაქალებში შესრულებული როლით მოიპოვა.

კომენტარები