კრიმინალი

სასაზღვრო პოლიციამ ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1961 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე მუტალიმ გ. ქრთამის მიცემის ფაქტზე თბილისში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მუტალიმ გ-მ შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომელს საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში მსხვილფეხა პირუტყვის უკანონოდ გადაყვანაში დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით 5000 ლარი გადასცა.

გამოძიება ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

კომენტარები