პანკისის ხეობა

ვაშაკიძე: ხელისუფლების დონე ჩვენი მასშტაბური გამოწვევების დონეს არ შეესაბამება

თეორემა/ტაბულა

საზოგადოება ივერიას დამფუძნებლის, ნიკოლოზ ვაშაკიძის შეფასებით, იმ მასშტაბურ გამოწვევებს, რაც დღეს საქართველოს წინაშე დგას, ქვეყნის ხელისუფლება თავისი დონით არანაირად არ ესადაგება. ამის შესახებ მან ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში განაცხადა.

"არჩევნებამდე დარჩენილია დაახლოებით წელიწადნახევარი, ასე ვუყურებ ამ საკითხს, შიშით, რომ სახელმწიფომ ეს წელიწადნახევარი გაძლოს ამ ხელისუფლების პორბებში, რომ შემდგომში უფრო კვალიფიკაციური ხელისუფლება მოვიდეს, იმიტომ, რომ გამოწვევები ისეთი კომპლექსური და საშიშიაა, რომ დღევანდელი ჩვენი ხელისუფლება არანაირად არ ესადაგება თავისი დონით თუნდაც საერთაშორისო პროცესების ხედვით, უფრო სწორად ამ ხედვის არქონით, ამ საფრთხეებისა და ამოცანების მასშტაბებს.ეს მართლა სერიოზული საფრთხეა რეგიონისთვის და ძალიან შორს მიმავალი ამბებია", - განაცხადა ვაშაკიძემ.

ვაშაკიძის თქმით, შექმნილ სიტუაციაში პირველ რიგში ინტენსიური უსაფრთხოების სტრატეგიული დიალოგი უნდა მიდიოდეს, რომელშიც საქართველოც ჩართული უნდა იყოს, თუმცა, ეს ასე არ ხდება. ვაშაკიძის შეფასებით, ზემოხსენებული ქვეყნები საქართველოს ხელისუფლებას ადეკვატურ პარტნიორად არ აღიქვამენ და შესაბამისად, მიაჩნიათ, რომ მასთან მსგავი ტიპის დიალოგის წარმოებას აზრი არ აქვს.

"აქ მეორე მხრივ საგულისხმოა რუსეთიდან მოსული საფრთხე და კიდევ უამრავი სხვა. ამ სიტუაციაში პირველ რიგში რა უნდა ხდებოდეს, რეგიონში უნდა მიდიოდეს ინტენსიური უსაფრთხოების სტრატეგიული დიალოგი, მაგალითად, საქართველო უნდა იყოს ჩართული ინტენსიური უსაფრთხოების დიალოგში თურქეთთან იგივე აზერბაიჯანთან, ეს ყველაფერი არ მიმდინარეობს, იმიტომ, რომ ეს ქვეყნები, სამწუხაროდ, სერიოზულ, ადეკვატურ პარტნიორად დღევანდელ ხელისუფლებას არ აღიქვამენ.

ჩემი აზრით, ამ ქვეყნებს მიაჩნიათ, რომ არანაირი დიდი აზრი მათთან ასეთი სიღრმის დიალოგის წარმოებას არ აქვს. ეს ძალიან სახიფათო სიტუაციაა. მე უბრალოდ იმედს გამოვთქვამ, რომ არც ისე დიდი დრო დარჩა არჩევნებამდე, რაღაცნაირად ინერციით მივგორდებით და მერე იმ არჩევნების შედეგად თუ ვერ მოხერხდა სერიოზული ხელისუფლების მოყვანა სახელმწიფოს სათავეში, აი, მაშინ უკვე სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება საერთოდ ჩვენი სახელმწიფოს არსებობა", - განაცხადა ვაშაკიძემ.

კომენტარები