ვაზაგაშვილის საქმე

პროკურატურამ იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი დაუმძიმა

მთავარმა პროკურატურამ იური ვაზაგაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი სოსანაშვილს ბრალი დაუმძიმა - მოწმეთა ჩვენებები საფუძველზე მას ბრალი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობისთვის წარედგინა, რაც 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს .

როგორც პროკურატურის განცხადებაში აღნიშნული, „საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში დაიკითხნენ აფეთქების შემსწრე თვითმხილველი მოწმეები, რომლებიც იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილის სიახლოვეს და დეტალურად აღუწერეს გამოძიებას თუ რა ძლიერ ფიზიკურ ტკივილსა და ტანჯვას განიცდიდა შვილების საფლავზე აფეთქების შედეგად მომაკვდავი იური ვაზაგაშვილი ხელყუმბარის ნამსხვრევებით მიყენებული მრავლობითი ჭრილობებისგან. ასევე, გამოძიების მიერ დაიკითხნენ შემთხვევიდან მოკლე პერიოდში ადგილზე მისული პოლიციის თანამშრომლები, დაზარალბულის უფლებამონაცვლე და ი. ვაზაგაშვილის ოჯახის წევრები. გამოძიებით დადგენილმა ახალმა ფაქტობრივმა გარემოებებმა ნათლად ცხადყო, რომ საქმე გვაქვს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობასთან, რამაც გამოიწვია ბრალდების დამძიმება“.

„აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე გიორგი სოსანაშვილს ბრალდება დაუმძიმდა განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობისთვის, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით“,  - ნათქვამია საგამოძიებო უწყების  განცხადებაში.

რომ გიორგი სოსანაშვილს თავდაპირველად ბრალი წარედგინა განზრახ მკვლელობისათვის ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარებისათვის, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით. 

პროკურატურის განმარტებით, გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას. 

იური ვაზაგაშვილი2015 წლის 20 იანვარს კასპის რაიონის სოფელ ყარაფილას სასაფლაოზე, შვილის საფლავზე, ხელყუმბარის აფეთქების შედეგად დაიღუპა. ამ საქმეზე პოლიციის თანამშრომელი  გიორგი სოსანაშვილს დაკავეს. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. 

კომენტარები