ვაკო ყაზაიშვილი

ყაზაიშვილმა დორდრეხტის წინააღმდეგ დუბლი შეასრულა

gelderlander.nl

ქართველმა ნახევარმცველმა, ვაკო ყაზაიშვილმა ვიტესის რიგებში მორიგი გოლები გაიტანა. ფეხბურთელი საოცრად შედეგიან სეზონს ატარებს - მის ანგარიშზე უკვე 8 გოლია.

ამჯერად ყაზაიშვილმა დუბლი, ერედივიზიეს 31-ე ტურის მატჩში, დორდრეხტის წინააღმდეგ შეასრულა.

მატჩის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა, თუმცა გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა დორდრეხტს. მეორე ტაიმში, მასპინძელი ვიტესის მოთამაშეებმა უფრო აგრესიულად დაიწყეს და უკვე 52-ე წუთზე ყაზაიშვილმა ვეჯინოვიჩის გადაცემის შემდეგ, ანგარიში გახსნა. 65-ე წუთზე, ქართველმა დუბლი შეასრულა და შეიძლება ითქვას, შეხვედრის ბედიც გადაწყვიტა. დარჩენილ დროში იბარამ უპირატესობა სამ ბურთამდე გაზარდა და მატჩს წერტილიც დაუსვა.

ამრიგად, ვიტესი 54 ქულით ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა და მე-3-ზე მყოფ ფეიენორდს 4 ქულით ჩამორჩება.

რაც შეეხება ვიტესის კიდევ ერთ ქართველ ლეგიონერს, გურამ კაშიამ 90 წუთი ითამაშა.

კომენტარები