დაღუპული ქართველი უკრაინაში

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი კონფლიქტის ზონიდან გამოასვენეს

facebook.com/dostali.hvatit?fref=photo

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი გიორგი ჯანელიძე კონფლიქტის ზონიდან გამოასვენეს. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ცნობით, თავდაპირველად ეუთო-სა და პრორუს სეპარატისტებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, თუმცა უშედეგოდ. ცხედრის გამოსვენება ქართველი და უკრაინელი მებრძოლების მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად მოხერხდა. არსებული ინფორმაციით, ოპერაციამ უმსხვერპლოდ ჩაიარა.

ბატალიონ აზოვის წევრი გიორგი ჯანელიძე გუშინ სოფელ შიროკინოსთან ბრძოლაში დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია.

კომენტარები