სახელმწიფო კომპენსაცია

მთავრობა დაღუპული პოლიციელების ოჯახებს 1000-ლარიან კომპენსაციას დაუნიშნავს

საქართველოს პარლამენტი

მთავრობა დაღუპული პოლიციელების ოჯახებს 1000-ლარიან კომპენსაციას დაუნიშნავს - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელების ოჯახებს ყოველთვიურ 1000-ლარიან კომპენსაციას დაუნიშნავს. სამთავრობო ინიციატივას მინისტრთა კაბინეტი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს, რის შემდეგაც ის განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნება.

„საქართველოს პრემიერმინისტრმა სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მეომრების ოჯახებს დაუწესდათ ყოველთვიური დახმარება, რომელიც გასულ წელს - 500 ლარი იყო, წელს კი 1000 ლარი გახდა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ანალოგიური ინიციატივით მთავრობა მიმართავს პარლამენტს, რათა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელების ოჯახებს ასევე დაუწესდეთ 1000-ლარიანი დახმარება“, - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები