ინფრასტრუქტურის მინისტრი

პრემიერმა ინფრასტრუქტურის პოსტზე ნოდარ ჯავახიშვილი დანიშნა

primetimenews.ge

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად ქართუ ბანკის ყოფილი გენერალური დირექტორი ნოდარ ჯავახიშვილი დანიშნა. შესაბამისი ბრძანება მან უკვე გამოსცა.

მანამდე პრემიერმა გამოსცა ბრძანება დავით შავლიაშვილის მინისტრის პოსტიდან გათავისუფლების შესახებ. უფლებამოსილება შეუწყდათ შავლიაშვილის მოადგილეებსაც.

დავით შავლიაშვილმა პრემიერმინისტრს გადადგომის მოთხოვნით გუშინ მიმართა. მიზეზად მან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დაასახელა.

კომენტარები