დაპირისპირება გურჯაანში

სახალხო დამცველი გურჯაანში ძალადობას გმობს

უჩა ნანუაშვილი

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც გურჯაანში ბოლო დღეებში ადგილობრივი ხელისუფლებისა წარმომადგენელთა მხრიდან ნაციონალური მოძრაობის წევრთა მიმართ ძალადობის ფაქტებს გმობს და მოძალადეთა მიმართ კანონის შესაბამისი ღონისძიებების გატარებას მოითხოვს.

„მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო დღეების განმავლობაში გურჯაანში ქართული ოცნების აქტივისტებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა ცალკეულ ძალადობრივ ქმედებებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან საქართველოს პარლამენტის წევრებისა და მათი მხარდამჭერების მიმართ. საქართველოს სახალხო დამცველი გმობს ძალადობის ყოველგვარ გამოვლინებას და მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, გამოიყენონ მათ ხელთარსებული ყველა ზომა, რათა ადეკვატურად შეფასდეს მომხდარი, გამოვლინდეს ყველა პასუხისმგებელი პირი და სათანადო სამართლებრივი შედეგები დადგეს მათ მიმართ", - ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში.

კომენტარები