კოსმოსური ხომალდი

რუსულმა კოსმოსურმა ხომალდმა მართვა დაკარგა

NASA

რუსული სატვირთო ავტომატური კოსმოსური ხომალდი პროგრესი, რომელიც საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ მიფრინავდა, მარშრუტს აცდა და შესაძლოა ოკეანეში ჩავარდეს. ხომალდმა მართვა აფრენიდან ცოტა ხნის შემდეგ დაკარგა და განსაზღვრულ ორბიტაზე გასვლა ვერ შეძლო.

ხომალდთან კავშირის აღდგენის ყველა მცდელობა წარუმატებელი გამოდგა. კოსმოსურ ხომალდს საერთაშორისო სადგურზე ორ-ნახევარი ტონა ტვირთი, მათ შორის - საწვავი, კვების პროდუქტები და აპარატურა მიჰქონდა. ასევე, ხომალდს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის აღსანიშნავად ასტრონავტებისთვის დროშა უნდა ჩაეტანა. 

კომენტარები