ბიუჯეტი 2015

აპრილში მთავრობა ბიუჯეტს დეფიციტურად ხარჯავდა

კოლაჟი / ტაბულა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მონაცემებით, აპრილში სახელმწიფოს გადასახდელებმა 778 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო ბიუჯეტის შემოსულობები 690 მილიონი ლარი იყო. ბიუჯეტის ნაშთი კი აპრილის თვეში 643 მილიონი ლარიდან 554 მილიონ ლარამდე შემცირდა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ აპრილში ბიუჯეტიდან დაახლოებით 90 მილიონი ლარი დეფიციტურად დაიხარჯა. თუკი მთავრობამ ფული დეფიციტურად დახარჯა, ეს გარკვეულ ზეწოლას ეროვნულ ვალუტაზეც იქონიებს.

ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ წელს ბიუჯეტი პროფიციტული იქნებოდა და მთავრობის მხრიდან დეფიციტურ ხარჯვას ადგილი არ ექნებოდა, რაც წლის პირველ კვარტალში შესრულდა კიდეც, რადგანაც იანვარ-მარტის მონაკვეთში ყოველთვიურად ბიუჯეტის შემოსულობები მის გადასახდელებს აღემატებოდა. აპრილში კი სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთის კლება სავარაუდო დეფიციტურ ხარჯვაზე მიანიშნებს. 

აპრილის თვის ბიუჯეტის შესრულების დაზუსტებულ მონაცემებს ფინანსთა სამინისტრო მაისში გამოაქვეყნებს. 

კომენტარები