დაკავება

არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები პლაკატების გაკვრისთვის დააკავეს

RFE/RL

ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის შვიდი წევრი პოლიციამ ვაკის პარკში საინფორმაციო პლაკატების გაკვრისთვის დააკავა. დაკავებულთა შორის სამოქალაქო მინიტორინგის ცენტრის, მინიტორინგის ცენტრი მედიატორის, ქალები საქართველოსთვის, სამართლის თაობის წარმოამდგენლები არიან.

პლაკატები შეიცავდა ინფორმაციას თვითმმართველობის ორგანოების მუშაობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის ხელშემწყობი პროექტების შესახებ.

როგორც ტაბულას შსს-ში აცნობეს, დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის საფუძველზე მოხდა, რაც ქალაქის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს. როგორც ტაბულას ადვოკატმა გოგა ონიანმა განუიცხასდა, ამ დარღვევის გამო დაკავება უკანონოა.

დაკავებულები შსს-ს შენობაში იმყოფებიან. მონიტორინგის ცენტრ მედიატორის წევრების თქმით, ერთი მათგანი ცუდად გახდა და სამინისტროში სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.

კომენტარები