ანტიკორუფციული კომისია სენაკში

მინაშვილი: ანტიკორუფციული კომისია ორშაბათიდან მუშაობას სენაკში იწყებს

ტაბულა

ნაციონალური მოძრაობის ანტიკორუფციული კომისია ორშაბათიდან მუშაობას სენაკში იწყებს - ამის შესახებ აკაკი მინაშვილმა განაცხადა.

მისი განცხადებით საბჭოში, ნაციონალური მოძრაობის გარდა, ადგილობრივი მაცხოვრებლები და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები შევლენ და ყველა კანონდარღვევაზე კონკრეტული ანგარიში გამოქვეყნდება.

„ძალიან სამწუხაროა, რომ უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის ფონზე, იმ დროს როცა ხდება ჩვენი მოსახლეობის ყოველდღიური გაღატაკება, საჯარო მოხელეები, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირები, სახელმწიფო ხარჯებს, რესურსებს იყენებენ საკუთარი კეთილდღეობისთვის და ამით ზიანს აყენებენ ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებას. არცერთი მსგავსი ფაქტი არ დაიმალება და ის დარღვევები რომელიც ეხება ნეპოტიზმს და ნათესავების გამდიდრებას ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე, ის ფაქტები რომლებიც ეხება ბიზნესწილების წართმევას და ყველა მსგავი ფაქტი იქნება გამოკვლეული და კონკრეტული ანგარიში დადებული" - განაცხადა მინაშვილმა.

კომენტარები