ხანძარი ქობულეთში

სასტუმროს მფლობელი: ხანძრის დროს დაღუპული ბავშვები ოთახში ჰყავდათ ჩაკეტილები

ბავშვები ვიღაცამ ოთახში ჩაკეტა და ხანძრის დროს ვერ გავაღეთ - ამის შესახებ ამის შესახებ ქობულეთში დამწვარი სასტუმრო არმაზის მფლობელმა შერმადინ ართმელაძემ განაცხადა

ართმელაძის თქმით ხანძარი შესაძლოა ქორეოგრაფების უყურადღებობას გამოეწვია და აალება სიგარეტის ნამწვისგან მომხდარიყო. მისივე თქმით ქორეოგრაფები მთელი ღამე სვამდნენ და ბავშვები უყურადღებოდ ყავდათ დატოვებული.

გუშინ, გვიან ღამით სასტუმროს მესამე სართულზე ცეცხლი გაჩნდა და რამდენიმე წუთში შენობა მთლიანად დაიწვა. სასტუმროში ფოლკლორული ანსამბლის სიხარული 2-ის 30-ზე მეტი მოზარდი იმყოფებოდა. დაღუპული სამი მოზარდის ასაკი 10-12 წელია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რომელმაც გაუფრთხილებლობით 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია რაც 9-იდან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები