NDI-ის კვლევა

NDI: ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხები სამუშაო ადგილები და ინფლაციაა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხები სამუშაო ადგილები (66%), ინფლაცია (43%) და სიღარიბეა (39%). გამოკითხულებს მაქსიმუმ სამი პასუხის დასახელება შეეძლოთ.

ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებს შორის მეოთხე ადგილს იკავებს ტერიტორიული მთლიანობა (27%), რასაც პენსიები (21%) და ხელფასები (17%) მოსდევს.

ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად გამოკითხულებს უმცირესობის უფლებები (0%), მედიის თავისუფლება (0%) და ციხეები (0%) მიაჩნიათ.

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საველე სამუშაოები 27 მარტი - 19 აპრილის შუალედში ჩაატარა. NDI-მ ქვეყნის მასშტაბით 4360 ადამიანი გამოჰკითხა. საშუალო ცდომილების ზღვარი არის 2.3%.

კომენტარები