2012 წლის 17 მაისი

2012 წლის 17 მაისის საქმეზე ევროსასამართლომ საქართველოს სანქცია დააკისრა

0 კომენტარი

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დღეს საქმეზე "იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და სახელმწიფოს განმცხადებლების მიმართ ზარალის ანაზღაურება დააკისრა.

სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი (არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა) მე-14 მუხლთან ერთად (დისკრიმინაციის აკრძალვა), ასევე დაირღვა მე-11 მუხლი (შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება) მე-14 მუხლთან მიმართებაში.

საქმე ეხება 2012 წლის 17 მაისს თბილისში მშვიდობიანი დემონსტრაციას ჰომოფობიასთან ბრძოლი საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომლის მონაწილეებიც ძალადობის გზით დაარბიეს კონტრდემონსტრანტებმა.

"სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელისუფლებას უნდა სცოდნოდა იმ რისკების შესახებ, რომელიც მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ არსებობდა, შესაბამისად მათ ჰქონდათ ვალდებულება აქციის მონაწილეები ადეკვატური დაცვა უზრუნველეყოთ",- ნათქვამია გადაწყვეტილებაში.

სასამართლომ გადაწყვიტა, რომ საქართველომ 13 გამცხადებელს, რომელიც აღნიშნულ დემონსტრაციაში მონაწილეობდა 2 000 - 4 000ევრო უნდა გადაუხადოს თითოეულს, ხოლო ორგანიზაცია "იდენტობას" 1 500 ევრო მორალური ზიანისთვის. ჯამში საქართველომ განმცხადებლებს 33 500 ევრო უნდა გადაუხადოს.

აღსანიშნავია, რომ სასამართლო 2013 წლის 17 მაისის აქციის დარბევის საქმესაც განიხილავს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები